|
2016-06-06 14:42:06, 1413 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთში ორმხრივი სროლის შედეგად 17 ადამიანია გარდაცვლილი
ყაზახეთის ქალაქ აქტობეში ორმხრივი სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Interfax ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 11 თავდამსხმელი, 3 სამხედრო, იარაღის მაღაზიის გამყიდველი, დაცვის თანამშრომელი და მაღაზიის მომხმარებელი არიან. სხვადასხვა მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ყაზახეთის გათავისუფლების არმიამ” აიღო, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურებულა. 5 ივნისს, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე რამდენიმე პირი აქტობეში იარაღის მაღაზიას დაესხა თავს და გამყიდველი და დაცვის თანამშრომელი მოკლა. ადგილზე პოლიციის ქვედანაყოფი მივიდა. ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა ორი სამართალდამცველი. თავდამსხმელებმა გაქცევა შეძლეს და იარაღის კიდევ ერთი მაღაზია დაარბიეს, რის შემდეგაც გატაცებული ავტობუსით სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ცნობისთვის, ამჟამად ყაზახეთის ქალაქ აქტობეში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)