03:52 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 11:10:19, 959 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება ჯამში შემცირებულია

არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ მინისტრების, მათი მოადგილეების და მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება ჯამში შემცირებულია, - ამის შესახებ ხადურმა აუდიტის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსთა სამინისტრომ განმარტებითი ბარათი არ გააგზავნა.

მანვე დასძინა, რომ სამინისტრომ ყველა ის დოკუმენტი გადაგზავნა რაც მისი ვალდებულებაა, რომ როგორც აუდიტის სამსახურს ისე პარლამენტს გადაუგზავნოს.

„არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ მინისტრები მათი მოადგილეების და მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება ჯამში შემცირებულია. მათ შორის, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ფინანსთა სამინისტროში.

რაც შეეხება ზოგადად საკითხს ნამდვილად გაზრდილია შრომის ანაზღაურების ფონდი. ეს არის შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გამო და ამაზე ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა. მათ შორის იმ პერიოდში როცა ჩვენ ბიუჯეტი გაგვქონდა საქართველოს პარლამენტში გასული წლის ბოლოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე მუშაობა დაასრულა და 291 გვერდიანი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად გადააგზავნა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2014 წელთან შედარებით 2015-ში სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო დანამატებზე სამინისტროებმა ორჯერ მეტი თანხა დახარჯეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics