|
2016-06-04 18:10:49, 1291 ნახვა
მსოფლიო
ნიგერიაში "ბოკო-ჰარამის" თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი გარდაიცვალა
ნიგერიაში ტერორისტული დაჯგუფების „ბოკო-ჰარამის“ თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ორი ჯარისკაცი, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ინფორმაციით, სამხედრო პოსტს ასობით ტერორისტი დაესხა თავს. ინციდენტი პარასკევს ღამით, ნიგერიის საზღვართან მდებარე ქალაქ ბოსოში მოხდა. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კონტრ-შეტევა დღეს დილით განხორციელდა, რის შემდეგადაც სამთავრობო ჯარებმა ქალაქში პოზიციები დაიბრუნეს. როგორც მედია საშუალება ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, რამდენიმე ტერორისტია გარდაცვლილი, თუმცა მათი რიცხვი ჯერ უცნობია. ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო-ჰარამს“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია. ცნობისთვის აღნიშნული ტერორისტული დაჯგუფება ნიგერიაში ჩამოყალიბდა და პერიოდულად თავდასხმებს მათ შორის სამხედრო პოსტებზეც ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)