|
2016-06-04 13:14:28, 1208 ნახვა
მსოფლიო
მიგრანტი ბავშვების გაუპატიურებაში ბრალდებულს 108-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
თურქეთში მიგრანტი ბავშვების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს 108 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. Reuters-ის ინფორმაციით, გამოძიება დაადგინა, რომ ქალაქ გაზიანტეპის მიგრანტების თავშესაფრის თანამშრომელი რვა სირიელ ბიჭზე სისტემატიურად ძალადობდა. დამნაშავე სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ბანაკში დამლაგებლად მუშაობდა. მსვერპლთა ასაკი 8-დან 12 წლამდე მერყეობს. სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა დანაშუალი არ უარყო და განაცხადა, რომ მასთან ერთად ბავშვებზე კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ძალადობდა და ამის შესახებ ბანაკის ხელძღვანელებმაც იცოდნენ. მისივე თქმით, სექსუალური კავშირის დამყარებამდე ის ბიჭებს თანხას უხდიდა. ადვოკატების განცხადებით, დამნაშავის წინააღმდეგ სარჩელი მხოლოდ რვა ბავშვის მშობელმა შეიტანა, სინამდვილეში კი მსვერპლთა რიცხვი გაცილებით მეტია. ცნობისთვის, ნიზიპის ლტოლვილთა ბანაკში 14 000 სირიელი ცხოვრობს. ეს სწორედ ის ბანაკია, სადაც გასულ თვეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)