|
2016-06-03 17:24:24, 628 ნახვა
საზოგადოება
ვილნიუსმა აჭარის დღეებს უმასპინძლა
ლიტვის დედაქალაქში აჭარის დღეები გაიმართა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩებში ქართული ცეკვების ფლეშმობი გაიმართა, სადაც ქართველმა და ლიტველმა ბავშვებმა სხვადასხვა ქართული ცეკვები შეასრულეს. ღონისძიების მეორე დღეს კი ვილნიუსის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას გაიმართა კონცერტი, სადაც მუსიკალურმა ანსამბლმა „ფერიცვალება“-მ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მწვერვალ“-მა მაყურებელს ქართული ფოლკლორი წარუდგინეს. კონცერტზე ლიტვაში პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა შორენა ჯანიაშვილმა შეასრულა ქართული სიმღერები. კონცერტის მსვლელობისას მაყურებლისთვის აჭარული ხაჭაპურის კულინარიული მასტერკლასიც გაიმართა. ლიტვაში ჩატარებული „აჭარის დღეები“ დეპარტამენტის მიერ სხვა სამიზნე ქვეყნებში ჩატარებული იგივე ღონისძიებისგან ფორმატით განსხვავებული იყო. ამ შემთხვევაში ქართული ცეკვების, სიმღერისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „აჭარის დღეები“ ვილნიუსის გარდა ასტანაში, თელ-ავივში, მინსკსა და ვარშავაში გამართა. ღონისძიებები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)