|
2016-06-03 15:51:20, 1587 ნახვა
კომენტარი
გია ხუხაშვილი: თამარ სანიკიძე არ ბრწყინავდა როგორც მინისტრი და მისი გადაყენების მიზეზი ალბათ ეს იყო
ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, თამარ სანიკიძე სუსტი მინისტრი იყო და მისი თანამდებობიდან გადაყენება სწორედ ამ ფაქტს უნდა უკავშირდებოდეს. მისივე თქმით, განათლების სისტემაში როგორც რეფორმის, ისე მიმდინარე ოპერატიული საკითხების თვალსაზრისით, ბევრი პრობლემა იყო. "თამარ სანიკიძე არ ბრწყინავდა როგორც მინისტრი, ეს გასაგებია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო განათლების სისტემაში როგორც რეფორმის თვალსაზრისით, ასევე მიმდინარე ოპერატიული საკითხების თვალსაზრისით, ბევრი დაძაბულობის კერები გაჩნდა გარდა იმისა, რომ თვითონ განათლების პროცესი ჩაშლის პირას არის დამდგარი. მიზეზი ალბათ სავარაუდოდ ეს იყო",-განუცხადა ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსს". მისივე თქმით, სანიკიძის შემცვლელს არ იცნობს და შეუძლია მხოლოდ წარმატებები უსურვოს: "რა იქნება შემდგომში, ამაზე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ ჯერჯერობით ჯეჯელავას მე არ ვიცნობ, ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს მასზე. ვუსურვებ წარმატებას",-აღნიშნა გია ხუხაშვილმა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა ცვლის.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)