23:50 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 11:34:39, 631 ნახვა

საზოგადოება
ახალი მოდერნიზებული ვაგონები ექსპლუატაციაში შევიდა

დღეიდან თბილისის მეტროს სავაგონე პარკს მოდერნიზებული ვაგონების (4 ვაგონი) ახალი შემადგენლობა შეემტა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული შემადგენლობა ყოველდღიურად მოემსახურება მგზავრებს და უფრო მეტად კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის თბილისის მეტროთი მგზავრობას.

"ვაგონების მოდერნიზაცია მოიცავს, როგორც კაპიტალური შეკეთების მოცულობით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ასევე თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს, მთლიანად შეიცვალა ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს მიეცა თანამედროვე სახე, ძველი სანათები  ახლი შუქდიოდური სანათებით ჩანაცვლდა, მემანქანის კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე უსაფრთხოების გაზრდის მიზნით აღნიშნული შემადგენლობა აღიჭურვა - მემანქანის ბაქნის საკონტროლო კამერებით შემადგენლობის ორივე მხრიდან, თითოეულ ვაგონში დამონტაჟდა ორი შიდა დაკვირვების კამერა და ოთხი მონიტორი. თბილისის მეტროს სავაგონე პარკის განახლება და მოდერნიზება მომავალშიც გაგრძელდება, კერძოდ 2016 წელს დაგეგმილია კიდე 8 ვაგონის რემონტი. აღნიშნული პროექტის მიზანია მგზავრებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო სერვისის შეთავაზება და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics