|
2016-06-03 10:23:30, 673 ნახვა
საზოგადოება
№25 საბავშვო ბაღში რეგისტრაცია 7 ივნისს დაიწყება
ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის №19-ში მდებარე ახალ, №25 საბავშვო ბაგა-ბაღში (ყოფილი რკინიგზის მე-3 ბაღი) ბავშვების რეგისტრაცია 7 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომლებიც გასულ წლებში სხვადახვა მიზეზით დაიხურა. შენობაში დევნილები იყვნენ შესახლებულები. მოგვიანებით ისინი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდნენ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი განახორციელა და ახალი ბაღის მშენებლობა უზრუნველყო. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და აღიჭურვა. ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნება და 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)