|
2016-06-02 16:20:41, 978 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის დაფინანსებით ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები გაიხსნა
„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს ბაზაზე, საქართველოს ბანკის დაფინანსებით, ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი გაიხსნა. განყოფილება სრულად განახლდა, გაიზარდა და დაკომპლექტდა წამყვანი სპეციალისტებით. აღნიშნულ დეპარტამენტს ქვეყნის მაშტაბით 100-მდე კრიტიკული პაციენტის მიღება და მართვა შეუძლია. მიმღები და გადაუდებელი განყოფილების მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი 24 საათის განმავლობაში პაციენტთა ოპერატიულ და მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკას ერთ სივრცეში უზრუნველყოფს. "გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის გახსნა მნიშვნელოვანია მძიმე პაციენტების ორგანიზებული სწრაფი და ხარისხიანი მკურნალობისთვის, განყოფილებაში მუშაობენ ექიმები, რომელთაც აქვთ გავლილი მომზადების სრული კურსი ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში", - აღნიშნა ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს არჩილ გაჩეჩილაძეს თქმით, ბიზნესისთვის გაცემული ყოველი დაფინანსებით საქართველოს ბანკი ქვეყნის ეკონომიკის და კონკრეტულად ამ სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. "როდესაც ბიზნესს წვდომა აქვს დაფინანსებაზე, შესაძლებლობა აქვს გაფართოვდეს, შექმნას ხარისხიანი პროდუქტი თუ მომსახურება. სწორედ ამის ნათელი მაგალითია სრულიად ახალი სასწრაფოს მიმღები და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. საქართველოს ბანკი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)