|
2016-06-02 16:12:31, 1274 ნახვა
მსოფლიო
ოფიციალური ანკარა ბერლინს პასუხობს: ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას მკვეთრად გააუარესებს
გერმანიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას მკვეთრად გააუარესებს. ასე უპასუხეს ოფიციალურ ანკარაში გერმანიის პარლამენტის - ბუნდესტაგის მიერ მიღებულ გადაწყეტილებას. შეგახსენებთ, რომ დღეს, გერმანიის ბუნდესტაგის ყველა დეპუტატმა, ორის გამოკლებით (ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი, თავი შეიკავა) დაუჭირა მხარი დოკუმენტს, რომელშიც, 1915 წლის მოვლენები ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად არის მოხსენიებული. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საგარეო უწყების პირველი პირი ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი და ვიცე-კანცლერი ზიგმარ გაბრიელი. კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აღნიშნულ კენჭისყრას ანკარასა და ბერლინს შორის "მეგობრობის ტესტი" უწოდა. 31 მაისს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმაც. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დაემუქრა ბერლინს, რომ თუკი ის აღიარებდა გენოციდს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდებოდა. სომხების გენოციდი უკვე აღიარებული აქვს მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის, რუსეთს, საფრანგეთს, საბერძნეთს, შვეიცარიას.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)