|
2016-06-02 14:29:21, 1233 ნახვა
კომენტარი
ბესელია ვიზალიბერალიზაციაზე: პროცედურები მალე დასრულდება, ძალიან იმედიანად ვართ
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პროცედურები მალე დასრულდება. ბესელიას თქმით, იმედიანად არიან განწყობილი, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს: "ჩვენ ველოდებით საბოლოო შეფასებებს, მიმდინარეობს პროცედურები, ყველა შეფასება, ყველა დასკვნა და ყველა საბოლოო პოზიცია არის დადებითი. რეკომენდაცია არის მხოლოდ დადებითი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. პროცედურები ალბათ მალე დასრულდება და ძალიან იმედიანად ვართ ამ პროცესის მიმართ",-აღნიშნა ბესელიამ. შეგახსენებთ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისევ ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს კორესპოდენტი რიკარ იოზვაკი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითზე ევროკავშირის ელჩები შემდეგ კვირას იმსჯელებენ. "ევროკავშირის ელჩებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. დისკუსია შემდეგ კვირას გაიმართება", - განაცხადა რიკარ იოზვაკიმ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)