|
2016-06-02 10:01:19, 584 ნახვა
საზოგადოება
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა აიკრძალა
პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული: „შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, 2 ივნისს, ღონისძიების დღეს, დილის 09:00 საათიდან ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“. 10:00 საათიდან კი - ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისიდან, კახეთის გზატკეცილზე ე.წ. ჯავახეთის ხიდებამდე. ავტომანქანები აღნიშნულ მონაკვეთზე თბილისის ცენტრიდან აეროპორტისკენ იმოძრავებენ ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირების გავლით, ჯავახეთის ქუჩით, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა 2 ივნისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)