|
2016-06-01 19:37:49, 563 ნახვა
საზოგადოება
Maroon 5-ის კონცერტისთვის ,,საქართველსო რკინიგზამ“ დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა
პროექტ Сheck-in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტები იმართება. როგორც ცნობილია, 7 ივნისს ბათუმში ამერიკული პოპ როკ ჯგუფი Maroon 5 გამართავს კონცერტს. ცნობილი ჯგუფის Maroon 5-ის კონცერტზე უამრავი ადამიანი გეგმავს დასწრებას. სწორედ ამიტომ, ,,საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა. ჩქარი ელექტრომატარებლები N# 854/853 და N# 856/855 მიმდიანრე წლის 6, 7 და 8 ივნისს უზრუნველყოფენ კონცერტზე დასწრების მსურველთა გადაადგილებას. მატარებელთა მოძრაობის განრიგი კი შემდეგია: თბილისი (გასვლა) 10:25 სთ - ბათუმი (ჩასვლა) 15:40 სთ; ბათუმი (გასვლა) 16:35 სთ - თბილისი (ჩასვლა) 22:00 სთ; თბილისი (გასვლა) 07:20 სთ - ბათუმი (ჩასვლა)12:35 სთ; ბათუმი (გასვლა) 14:00 სთ - თბილისი (ჩასვლა) 19:10 სთ. აღნიშნული მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო მოთხოვნაც დიდია, შესაბამისად, მსურველებს გთხოვთ, დროულად შეიძინოთ ბილეთები. ,,საქართველოს რკინიგზა“ ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!
(R)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)