|
2016-06-01 17:03:09, 562 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასართობი ღონისძიებები გაიმართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს თბილისის მერმა უფროს ვაჟთან ერთად ვაკის პარკში მიულოცა. დავით ნარმანია ვაკის პარკში სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ ღონისძიებებს მერის მოადგილეებთან ნინა ხატისკაცთან და გიორგი ლილუაშვილთან, ასევე, ვაკის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერის განცხადებით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები ეწყობა, სადაც სტუმრად მისულ ბავშვებს სასიამოვნო დროის გატარება მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვით შეუძლიათ. „ვაკის პარკი დღეს საკმაოდ დატვირთულია სხვადასხვა სახის ღონისძიებებით. დიდი მხიარულებაა და პატარები მშობლებთან ერთად მაქსიმალურად არიან თავშეყრილი. გასართობი პროგრამა გათვალისწინებულია ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ბავშვისთვის, ტარდება როგორც კონცერტები, ასევე სპორტულ აქტივობები და საქველმოქმედო ღონისძიებები. რაც მთავარია, თავად ბავშვები არიან ძალიან მხიარულ განწყობაზე“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ვაკის პარკში ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, ნახონ ქუჩის თეატრისა და ილუზიონისტების შოუ, საბავშვო ბაღების მიერ ორგანიზებული თეატრალური წარმოდგენები, მოუსმინონ ანსამბლების „მზიურის“, „ნერგებისა“ და „საუნჯის“ წევრებს და ამასთან, ჩაერთონ სახალისო ინტელექტუალურ და სპორტულ ვიქტორინებში. პირველი ივნისის პროგრამას ვაკის პარკში Georgian Brass-ის კონცერტი დაასრულებს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა რაიონში ტარდება. გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობა ბავშვებს მუშთაიდის, დედაენის, კიკვიძის პარკებში, ზოოპარკსა და „მზიურში“ მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)