|
2016-06-01 16:10:00, 686 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს გამგეობამ ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გამართა
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბურთალოს რაიონში ცენტრალური ღონისძიებები ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, საცირკო წარმოდგენები, ანიმატორების შოუ, საბავშვო სიმღერებისა და ცეკვების კონცერტი, სახეზე ხატვა, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა და კიდევ - ეს სანახაობა გოძიაშვილის პარკში მისული სტუმრებისათვის მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა. პატარა სტუმრებისათვის მოეწყო ფერადი ატრაქციონები. მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სპეციალური საჩუქრები გადაეცათ რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს. პარკში მისულ პატარებს უფასო ნაყინით კომპანია „თოლია“, ხოლო სპეციალური მენიუთი „მაკდონალდსი“ გაუმასპინძლდა. „საბურთალოს რაიონის გამგეობის სახელით, ყველა პატარას მინდა მივულოცო ბავშვთა საერთაშორისო დღე.ამ არაჩვეულებრივი ღონისძიებებით, მრავალფეროვანი შოუ-პროგრამით, ჩვენ კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ ჩვენს პატარებს,“ - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)