|
2016-06-01 13:31:28, 577 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში DTRA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმარათა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. უწყების ინფორმაციით, აშშ-სა და საქართველოს შორის 2002 წელს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში "ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამა" (CBEP) ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ბიოლოგიური საფრთხის შემცველი აგენტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობების შექმნასა და შემდგომ გაძლიერებას. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ აშშ-სთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „CBEP საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ადამიანთა და ცხოველთა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის და ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა. საქართველოს მასშტაბით მოხდა 11 ლაბორატორიის შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთება და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა; ჩამოყალიბდა ძლიერი კვლევითი ბაზა და შეიქმნა ერთიანი ლაბორატორიული ქსელი; ლაბორატორიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ჩატარდა არაერთი ტრენინგი თუ სემინარი. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს უმაღლესმა წარმომადგენელმა, გერი ბლორმა პროგრამას წარმატებული უწოდა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)