|
2016-06-01 12:32:45, 692 ნახვა
საზოგადოება
მტკვარში გადამხტარი მამაკაცი ექსტრემალი აღმოჩნდა
რუსთავში, მდინარე მტკვარში მამაკაცი გადახტა. თუმცა, როგორც გაირკვა, ის მოყვარული ექსტრემალია და მსგავსი სიმაღლიდან რამდენჯერმე გადამხტარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი თავს ჯანმრთელად გრძნობს: "როგორც გაირკვა, ეს მამაკაცი არის მოყვარული ექსტრემალი და ექსტრემისტები ხომ ხტებიან ხოლმე სიმაღლეებიდან, ამიტომ გადახტა, თავად ასე ამბობს. არის ჯანმრთელად და ყველაფერი კარგადაა. მამაკაცის თქმით, ასეთი რამ რამდენჯერმე გაუკეთებია, რადგან მოყვარული ექსტრემალი ვარო. ვინაიდან რუსთავში მტკვარში ქალი გადახტა და ეძებენ, რომ დაინახეს მამაკაცი ხტებოდა, ვიღაცამ შეშინებულმა დარეკა სამაშველო სამსახურში. რა თქმა უნდა, საპატრულოც და სამაშველოც მივიდა,მაგრამ როგორც აღვნიშნე, მამაკაცი მოყვარული ექსტრემალი აღმოჩნდა. პირველ შემთხვევასთან, ანუ ქალის გადახტომასთან ამ ამბავს კავშირი არ აქვს",-განუცხადეს "ექსპრესნიუსს" შსს-ში. მათივე ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)