23:19 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 11:35:30, 559 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბავშვებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  ოთარ დანელიამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს, წყნეთში მცხოვრებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლების  შვილებს უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ეზოშისპეციალურად ბავშვებისთვის გასართობი სივრცე მოეწყო. 

მათივე ცნობით, ოთარ დანელიამ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მათთან ერთად საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სტუმრად მისულ ბავშვებსსაშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ენახათ თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ილუზიონისტის არაჩვეულებრივი შოუ, მიეღოთ პრიზები და საჩუქრები.

ღონისძიების დასასრულს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბავშვებთან ერთად უზარმაზარი ტორტისაზეიმოდ დაჭრა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics