|
2016-06-01 11:27:35, 601 ნახვა
საზოგადოება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრს 10 ქვეყნის წარმომადგენლები ეწვივნენ
ქალაქ ქუთაისში, აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, უსაფრთხოების სისტემების 2 დღიანი რეგიონული სემინარი ჩატარდა. სემინარის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრს, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითს, 10 ქვეყნის (ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) წარმომადგენლები ეწვივნენ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ უცხოელ სტუმრებს კომპანიის სერვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შეხვედრის მონაწილეებს კომპანიის მიერ ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დანერგილი სისტემები წარუდგინეს. უცხოელი სტუმრები პროექტის მიმდინარეობის პროცესში არსებული პრობლემის მოგვარების და საჩივრების განხილვის წარმატებულ სისტემასაც გაეცნენ. მათ ასევე, ქუთაისში არსებული წყლის ახალი რეზერვუარი და სატუმბი სადგური დაათვალიერეს.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)