|
2016-06-01 10:56:40, 651 ნახვა
საზოგადოება
მერიის დაფინანსებით ბავშვების პირველი ნაკადი დასასვენებლად ბაკურიანში გაემგზავრა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდების პირველი ნაკადი მთის კურორტზე დასასვენებლად გააცილეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბავშვების ბაკურიანში გაცილების ცერემონიაში მონაწილეობა, ასევე, მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ. მათივე ინფორმაციით, თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურებისა“ და „ბავშვთა კულტურულ – გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკების“ ქვეპროგრამების ფარგლებში, ბაკურიანში, სასტუმროებში – „თბილისსა“ და „ვერე პალასში“ 3 600 ბავშვი და მოზარდი დაისვენებს, მათ შორის 600 შშმ პირი და მათი მომვლელია. ორივე ქვეპროგრამის ფარგლებში, დღეს, ბაკურიანში 200 დამსვენებელი გაემგზავრა. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში შშმ და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა კურორტზე მთელი ზაფხულის განმავლობაში დაისვენებენ. 3–დან 21 წლამდე ასაკის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული 1200–მდე შშმ პირი და მათი მომვლელი მთის გარდა, ზაფხულში ზღვის კურორტზე, ურეკში, ადაპტირებულ სასტუმრო „პრიმაში“ დაისვენებს. კურორტებზე ყველა ავტობუსს სასწრაფო დახმარებისა და პატრულის მანქანების ეკიპაჟები, ასევე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები გააცილებენ, რომლებიც დამსვენებელთა დაბინავებამდე ადგილზე დარჩებიან.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)