|
2016-05-31 20:20:33, 919 ნახვა
სამხედრო
სენაკის სამხედრო ბაზაზე ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნდასით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სენაკის სამხედრო ბაზაზე ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ უმასპინძლა. თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ მომხსენებლები, როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. II ქვეით ბრიგადაში გამართულ კონფერენციას დასავლეთ საქართველოს თვითმმართველობის 40 წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიებაზე რეგიონში უსაფრთხოების, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობისა და სამშვიდობო მისიებში მიღებული გამოცდილების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე გამახვილდა. სტუმრებს მოგვიანებით სენაკის სამხედრო ბაზა დაათვალიერებინეს და სამხედრო სადილით გაუმასპინძლდნენ. თვითმმართველობების წარმომადგენელები (რწმუნებულების/გუბერნატორის, მერისა და გამგებლის მოადგილეების დონეზე) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 53-ე სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში პასუხისმგებელ პირებად დასახელდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე პირველი საინფორმაციო შეხვედრა 19 მაისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩატარდა, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების 35 წარმომადგენელი დაესწრო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)