|
2016-05-31 19:18:11, 1050 ნახვა
ეკონომიკა
მიხეილ ჯანელიძემ ეკონომიკური დიპლომატიის 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისათვის პრეზენტაცია გამართა და მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ეკონომიკური დიპლომატიის 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმა გააცნო და ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს ამ მიმართულებით. მინისტრის განცხადებით სამინისტროს მიერ არჩეული პრიორიტეტის მიხედვით მიმდინარეობს შესაბამისი რეფორმები, რაშიც იგულისხმება საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების გაძლიერებული მუშაობა ამ მიმართულებით. „ჩვენ გვინდა ვუთხრათ ბიზნესს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი სრული წარმომადგენლობით ყველა ქვეყანაში არის ორიენტირებული, რომ თითოეულ ჩვენ ბიზნესმენს ხელი შეუწყოს ყველა შესაძლო მიმართულებით. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ჩვენი ბიზნესი, როგორც მოზიდული ინვესტიციებით და ტექნოლოგიებით ასევე მათი ექსპორტის ხელშეწყობით და წახალისებით" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. პრეზენტაციის ფარგლებში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ერთობლივ ინიციატივაზე - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კომერციული ატაშეების მივლინების შესახებ. მინისტრის განცხადებით ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ბიზნესისთვის საქართველოში არსებული ეკონომიკური და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ჩამოყალიბდება ფორმატი, სადაც მომავალში რეგულარულად მოხდება ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა, მოსაზრებების გაზიარება და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა. პრეზენტაციის დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინიციატივისათვის და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)