|
2016-05-31 18:42:37, 772 ნახვა
საზოგადოება
საფრანგეთის INRA-ს ინსტიტუტის ექსპერტი ჯიღაურას ესტუმრა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (INRA),ასევე BioversityIntersnationalVitis-ის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ტიერი ლაკომბი ესტუმრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესორი ტიერი ლაკომბი მსოფლიოში ერთე-ერთი წამყვანი ამპელოგრაფია და იგი საქართველოში ქართული ვაზის ჯიშების გენეტიკური კვლევით არის დაინტერესებული. უწყების ინფორმაციით, ცენტრის დირექტორიმა პროფსესორ ლევან უჯმაჯურიძემ სტუმარს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამეცნიერო-მიმართულებები და მიმდინარე პროექტები გააცნო. სტუმარმა მრავალწლოვანი კულტურების კვლევის დეპარატამენტის ჯიღაურას ბაზაზე მოინახულა ქართული ენდემური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნაკვეთები, მსოფლიოს წამყვანი მევენახეობის ქვეყნებიდან ინტროდუცირებული ვაზის ჯიშების ნარგაობები, საბაზისო სადედეები და სანერგეები. პროფ. ტიერი ლაკომბმა საკოლექციო, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთების დათვალიერებისას აღნიშნაქართული და წამყვანი უცხოური საღვინე და სასუფრე მიმართულების ვაზის ჯიშების საკმაოდ მაღალი ფიტოსანიტარული და აგროტექნოლოგიური ფონი, რაც ხარისხიანი და მაღალი მოსავლის გარანტია. ვაზის გენეტიკური ბანკის გამდიდრების და ერთობლივი კვლევითი სამუშაოების მიზნით მიმდინარე წელს დაგეგმილია 30-ზე მეტისაფრანგეთის მონპელიეს საკოლექციო ნაკვეთში დაცული ქართული ვაზის ჯიშის და კლონების საქართველოში გასამრავლებლად იმპორტირება და პირიქით, ზოგიერთი ქართული ენდემური ვაზის ჯიშების საფრანგეთის საკოლექციო ნარგაობაში განთავსება. ფრანგი პროფესორი საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თაამშრომლებთან ერთად ჯიღაურას ბაზაზე ქართული ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული მახასიათებლების შესწავლით დაკავდება.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)