|
2016-05-31 13:54:14, 694 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკი ბავშვთა დაცვის დღეს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით აღნიშნავს
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის ზოოპარკი მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი ღონისძიებებით აღნიშნავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზოოპარკის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროგრამა 12:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება და შემდეგ აქტივობებს მოიცავს: ტურნირი თოკების პარკში Activity, მხიარული სტარტები, სამაგიდო და გუნდური თამაშები, შეჯიბრები, კონკურსები, თემატური და ხელნაკეთობების სადგურები, ხატვა, ძერწვა, საცირკო წარმოდგენა, ილუზიონისტის შოუ, ანიმაციური ფილმების ჩვენება, თოჯინების თეატრი, ჩრდილების თეატრის სპექტაკლი, სახალისო სტენდები ფოტოგადაღებისთვის. ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის „ადამიანი და ცხოველთა სამყარო" დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, მოეწყობა საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა „ცხოველები და ადამიანი". დღის განმავლობაში სტუმრებს გაახალისებენ გიგანტური ხილის მასკოტები (ვაშლი, ბანანი, ყურძენი, მარწყვი) და ბუშტების ფიგურების დამზადების ჯადოქრები. 13:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება საქართველო-ფილიპინების მეგობრობის მინიპარკი „მაბუჰაი". პარკის გახსნისა და ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ქ. თბილისის მერი ბ-ნი დავით ნარმანია, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ბ-ნი ზურაბ გურიელიძე, საქართველოს საპატიო კონსული ფილიპინების რესპუბლიკაში ბ-ნი ტელმო კუნანანი (Thelmo Cunanan Jr.) და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის მმართველი დირექტორი ბ-ნი ნიკოლოზ გოგოლი. „მაბუჰაი" საბავშვო მინიპარკია ღია ცის ქვეშ, სადაც პატარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან დამზადებული გასართობი ზონაა მოწყობილი სახლებით, კოშკურებით, სასრიალოებით, ქვიშის მოედნით, საძრომიალოებითა და მოტორიკის განმავითარებელი კონსტრუქციებით. მინიპარკით სარგებლობას ზოოპარკის დამთვალიერებლები უფასოდ შეძლებენ. საქართველო-ფილიპინების მეგობრობის პარკის დაარსების ინიციატორები იყვნენ საქართველოს საპატიო კონსული ფილიპინების რესპუბლიკაში ბ-ნი ტელმო კუნანანი და თბილისის ზოოპარკის დირექტორი ბ-ნი ზურაბ გურიელიძე. პროექტი ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის (BICT) დაფინანსებით განხორციელდა. „ზოოპარკის ყველაზე დიდი მეგობრები ბავშვები არიან, ამიტომ 1 ივნისისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. სპორტული და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებების გარდა, ჩვენს პატარა სტუმრებს სხვა სიურპრიზებსაც დავახვედრებთ: გაიხსნება ბუნებრივი მასალისგან დამზადებული საბავშვო მინიპარკი; განახლებაა ჩვენს კოლექციაშიც _ ბავშვებს რამდენიმე დღის წინ ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად მიღებული ახალი ცხოველების მონახულების შესაძლებლობა ექნებათ. ასე რომ, ყველას ვეპატიჟებით თბილისის ზოოპარკში. ერთად აღვნიშნოთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!", - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)