22:37 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 11:43:36, 642 ნახვა

საზოგადოება
საქართველო მყარი ნარჩენების მართვის სფეროში გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერი, შოთა მურღულია, კომპანიისა და გარემოსა და  ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გერმანიის ქალაქ მიუნჰენში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები  ნარჩენების მართვის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო გამოფენას (IFAT) დაესწრნენ.

ვიზიტი ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.  ქართული დელეგაციის წევრები მიუნხენში, რეციკლირებისა და ნარჩენების მართვის გერმანული საექსპორტო ქსელის (German RETech Partnership) წარმომადგენლებს შეხვდნენ. RETech - ის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ნარჩენების მართვის სფეროში  არსებული მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე ბიო გამოშრობის უმაღლესი დონის ტექნოლოგიასაც გაეცნო, რომლის მეშვეობითაც მყარი მუნიციპალური ნარჩენი შესაძლებელია  მშრალ, თითქმის უსუნო მასად და მყარ საწვავადაც გარდაიქმნას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics