|
2016-05-30 16:43:20, 571 ნახვა
საზოგადოება
ბენდელიანის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბლიტაცია განხორციელდა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ზაზა ბენდელიანის ქუჩის N2-თან არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დაასრულა. თბილისის მერიის ინფორმაციით, განახლებული მოედანი დღეს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა ლუკა კანკავამ და გაიოზ ვასაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნეს. მათივე ცნობით, აღნიშნული სტადიონი რეაბლიტაციამდე სტანდარტების შეუსაბამოდ იყო მოწყობილი, დაზიანებული იყო როგორც მისი საფარი, ისე მავთულბადე და სხვა ინვენტარი, რის გამოც მისი სრული დემონტაჟი გახდა საჭირო. პროექტის ფარგლებში, არმირებული ბეტონით მოეწყო ლენტური საძირკველი, დაისხა ბეტონის საფარი, ტერიტორია შეიღობა პლასტმასის გარსით იზოლირებული მავთულბადით, დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი. მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. პროექტი კომპანია „დოკასპორტმა“ განახორციელა. „ბენდელიანის ქუჩაზე, ფაქტობრივად, სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოვაწყეთ, რადგან ძველ სტადიონს ჰქონდა ტრაპეციის ფორმა, რის გამოც საჭირო გახდა მისი სრული დემონტაჟი. დღეს მოედანი არსებულ სტანდარტებს შეესაბამება, კეთილმოწყობილია და ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილია იმით, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ აქ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გამართონ,“ - განაცხადა ლუკა კანკავამ. საბურთალოს რაიონის გამგეობა ამჟამად კიდევ 14 სპორტული მოედანის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისათვის 735,939 ლარია გათვალისწინებული.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)