|
2016-05-30 11:14:29, 638 ნახვა
საზოგადოება
სპეციალურმა კომისიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები შეარჩია
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები შერჩეულია. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურმა კომისიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა, მთავრობის მეთაურს ორი კანდიდატი წარუდგინა: თამარ ქალდანი და ნიკოლოზ ლეგაშვილი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევ კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. კომისიის წევრები არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; კერძოდ: ეკა ბესელია − საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; მზია თოდუა − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე; ნათია კაციტაძე − საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; გიორგი კლდიაშვილი − ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი. კონკურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე 18 მაისს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს შეეძლოთ, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ექნებოდათ. საკონკურსო კომისიამ 50 აპლიკანტიდან 5 შეარჩია. კონკურსის მეორე ეტაპი − გასაუბრება − დღეს გაიმართა, რის შემდეგაც კომისიამ პრემიერს ორი კანდიდატურა წარუდგინა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სამწლიანი ვადით ინიშნება. 2013 წლიდან დღემდე ამ პოსტს თამარ ქალდანი იკავებდა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)