|
2016-05-29 15:08:49, 703 ნახვა
საზოგადოება
სოლიდარობის ფონდსა და ღვინის კომპანია შპს „სესიაშვილი“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, სოლიდარობის ფონდსა და ღვინის კომპანია „სესიაშვილს“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის „სიკეთე“ გაყიდული თითოეული ბოთლიდან 50 თეთრი გადაირიცხება „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ სიმსივნით დაავადებული 22 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად. მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება გაიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების ხელმძღვანელები, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, კომპანია „სესიაშვილის“ დამფუძნებელი როსტომ სესიაშვილი და ასევე კომპანიის სხვა თანამშრომლები. დღეს გაფორმებული მემორანდუმი საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი და უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება სოლიდარობის ფონდში ინოვაციური დაფინანსების მობილიზება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად. ღვინის სახელწოდება „სიკეთე“ და ასევე ბოთლის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, რომ ყოველი გაყიდული ბოთლიდან 50 თეთრი ჩაირიცხება „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“-ში, ემსახურება არამხოლოდ მომხარებელში ამ ღვინის შეძენის სურვილის აღძვრას, არამედ, ნათლად მიანიშნებს მომხარებელს, თუ რას მოემსახურება ღვინის შეძენისას მის მიერ გადახდილი თანხა. დღევანდელი მონაცემებით, სოლიდარობის ფონდმა 7 მილიონ ლარამდე რესურსების მობილიზება შეძლო საჯარო სამსახურებში დასაქმებული 55 000 თანამშრომლისა და 27 კერძო კომპანიის დახმარებით. უკვე მობილიზებული და პროგნოზულიდონაციებისგათვალისწინებითსოლიდარობის ფონდმა სულ 22წლამდე ასაკის 264 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა 9.2 მილიონი ლარის მოცულობით, მათ შორის 135 შემთხვევაში საზღვარგარეთ - გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში. სოლიდარობის ფონდის დაფუძნებიდან დღემდე საქართველოში სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და 22 წლამდე ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა. ეს არის უმნიშვნელოვანესი შედეგი, რომლის შენარჩუნებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომელიც მხოლოდ ჩვენი საზოგადოების, საჯარო და კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტი ჩართულობით იქნება შესაძლებელი.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)