|
2016-05-28 11:20:01, 4237 ნახვა
კულტურა
აჭარის მთავრობის დელეგაცია კულტურული პროგრამით ყაზახეთში გაემგზავრა
ყაზახეთში საქართველოს საელჩოსა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ბათუმელი მხატვრების გამოფენა და ქართული ცეკვების შოუ, რომელშიც მონაწილეობას იღებდა „აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი". ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში 28 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს ასეტ ისეკეშევს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ასტანასა და ბათუმს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში ტურისტული ნაკადი ყაზახეთიდან ყოველწლიურად მატულობს. ყაზახეთი აჭარის სამიზნე ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს და მის ქალაქებში აქტიური სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება. წლევანდელ ზაფხულის სეზონზე ყაზახეთის ორი დიდი ქალაქიდან - ასტანიდან და აქტაუდან დანიშნულია რეგულარული პირდაპირი ფრენები ბათუმის მიმართულებით. დღის ბოლოს, 19 საათზე, ასტანის ცენტრალურ საკონცერტო დარბაზში „აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი" საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ კონცერტს ჩაატარებს. კონცერტს ყაზახეთის მთავრობის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან. 29 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ალმაატაშიც ჩატარდება.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)