|
2015-02-26 10:40:22, 3753 ნახვა
სხვადასხვა
დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია დანაშაულის პრევენციის ცენტრის “ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის” ბენეფიციარი ყოფილი პატიმრების, პოლიტპატიმრებისა და პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ასოციაციაში გაწევრიანებული სტომატოლოგიური კლინიკების მხრიდან. მხარეები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, ხელი შეუწყონ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით სტომატოლოგიური მომსახურება ერთ-ერთი ძვირად ღირებული სერვისია. „განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ, როგორც კი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შესახებ მიიღო ინფორმაცია, თავად გამოთქვა დიდი სურვილი, რომ გარკვეული წვლილი შეეტანა ყოფილი პატიმრების დასახმარებლად. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი მიესალმება მსგავსი კომპანიების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ამგვარ გამოვლენას,“ განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ორი წელია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ ახორციელებს, რომლის მიზანია ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წვერების დახმარება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)