|
2016-05-27 11:09:55, 912 ნახვა
ეკონომიკა
“პაშა ბანკმა” MEETING ROOM–ის ფარგლებში პირველ ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლა
25 მაისს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდა ბიზნეს კონფერენცია - „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში. “ აღნიშნული კონფერენცია პაშა ბანკის ახალი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში შედგა და მისი მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და Colliers International Georgia. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიურად დაუჭირა მხარი აღნიშნულ შეხვედრას, რადგან მზარდი ტურისტული ნაკადის ფარგლებში, რასაც ბოლოდროინდელი სტატისტიკა ადასტურებს, კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფორუმის დამსწრეებს ბნ-მა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო საქართველოში ტურიზმის არსებული დინამიკა, მიღწევები და სამომავლო გეგმები. Colliers International-ის ბრიტანეთის ოფისიდან სპეციალურად მოწვეულმა სპიკერმა მარკ ფინიმ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ ოპერატორების უპირატესობებზე ისაუბრა. Colliers International უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიაა, საქართველოს ოფისის ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონების კვლევა, შეფასება და კონსულტაცია, კორპორატიული ბროქერიჯი და დეველოპმენტ კონსალტინგი წარმოადგენს. კონფერენციას ესწრებოდნენ სასტუმრო ბიზნესში ჩართული და ამ სექტორით დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები: Hotels and Preference, Rixos, Hilton, Marriott, Dreamland Oasis, Axis, Anagi და სხვა. „მოხარული ვართ, რომ MEETING ROOM-ის პირველი შეხვედრა წარმატებით შედგა და ჩვენ რეალურად დავინახეთ მისი, როგორც ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის, მნიშვნელობა. ვიმედოვნებთ, აღნიშნული კონფერენცია დადებითად აისახება ქვეყანაში სასტუმრო ბიზნესის განვითარებაზე და პაშა ბანკი თავის წვლილს შეიტანს ამ პროცესში. MEETING ROOM-ის ფარგლებში პაშა ბანკი მომავალშიც უმასპინძლებს კონფერენციებს სხვადასხვა თემატიკაზე. “ - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა. შეგახსენებთ, რომ MEETING ROOM - ეს არის პაშა ბანკის ახალი პროექტი, სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც თავს მოუყრის კონკრეტული ინდუსტრიებით დაინტერესებულ ადამინებს და შექმნის ახალ საკომუნიკაციო სივრცეს გამოცდილების და იდეების გაზიარებისთვის.
(R)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)