|
2016-05-26 14:52:26, 575 ნახვა
საზოგადოება
პორტუგალიაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი აღინიშნა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის საზეიმოდ აღსანიშნავად, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოფიციალური მიღება გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ბეშიძემ, რომელმაც საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველოს ურთიერთობებზე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობასთან(CPLP), საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა. მიღების ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და ასევე 1991 წელს რეფერენდუმის ჩატარებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების ამსახველი ფოტოგამოფენა. ასევე პორტუგალიელი ფოტოგრაფის მარგარიდა პერეირა მულერის ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მისი საქართველოში მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები. საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ პორტუგალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ლისაბონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო და კვლევითი ცენტრების, პორტუგალიაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)