|
2016-05-25 18:40:43, 517 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ორგანიზაცია „ეკოლოგიკას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიკა“ საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩაზე ახალ სკვრს მოაწყობს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება - შესაბამის მემორანდუმს საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და ა(ა)იპ „ეკოლოგიკის“ ხელმძღვანელმა დიანა ბერიამ დღეს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას საბურთალოს საზოგადოებრივი საბჭოების წევრები ესწრებოდნენ. პროექტში, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ უბანში 4 ათასამდე კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე არსებული მწვანე ზონის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან. უკვე მეორედ, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის "გარემოს დიზაინის" მოდულის სტუდენტები საკონკურსო პროექტებს წარადგენენ. საბურთალოს რაიონის გამგეობა და ორგანიზაცია „ეკოლოგიკა“ უკვე რამდენიმე კვირაა აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავების აქციას ატარებენ, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული. მემორანდუმის ხელმოწერამდე ამ აქციების ამსახველი ფოტომასალაც უჩვენეს. „დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ. ჩვენ მივესალმებით სამოქალაქო და კერძო სექტორის ასეთ აქტიურობას და ჩართულობას ჩვენი ქალაქისთვის სასიკეთო საქმეში, რაც დღევანდელი მემორანდუმით გამოიხატება იმაში, რომ წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ერთი ადაპტირებული დასასვენებელი ზონა გვექნება. ინიციატივა ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიკას“ და ჩვენი თანამშრომლობის შედეგს რამდენიმე თვეში ყველა ერთად ვიხილავთ,“ - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)