|
2016-05-25 18:21:02, 558 ნახვა
საზოგადოება
ესტონეთში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიღებას ესტონეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ესტონეთის სხვა ქალაქებისა და რეგიონების, კერძო სექტორის, კულტურისა და აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა. მან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და მისი აღდგენის მნიშვნელობაზე, არსებული გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა. სადღესასწაულო დარბაზში გაიმართა ფოტო-გამოფენა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, 1991 წლის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის თემატიკას. (გამოფენა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და ორგანიზებულ იქნა საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს ეროვნულ არქივთან და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით). მიღებაზე ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა" შეასრულეს საქართველოსა და ესტონეთის ეროვნული ჰიმნები.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)