03:49 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 17:12:29, 550 ნახვა

პოლიტიკა
მიშველაძე: პრეზიდენტის აზრით, ის რაც ხურჩაში მოხდა, ყველა მოქალაქის ტრაგედიაა

„პრეზიდენტის აზრით, უცნაურია რომ ასეთ დროს, ასეთ ვითარებაში,  დღეს, ჩვენ გვიწევს მარტივ ჭეშმარიტებებზე ყურადღების გამახვილება“, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ხურჩაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით,როდესაც კლავენ ერთ მოქალაქეს, მთელი ქვეყანა, საზოგადოება და სახელმწიფო ვალდებულია გაერთიანდეს ამ დანაშაულის წინააღმდეგ და დაიცვას საქართველოს მოქალაქეები.

 „როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ახლახანს დაბრუნდა სტამბოლიდან, სადაც გაეროს ორგანიზებით გამართულ, პირველ მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტზე, უმაღლესი ტრიბუნიდან, ასევე მსოფლიო ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა ხურჩაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე, როდესაც თავხედურად, ცინიზმით, სასტიკად მოკლეს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია“, - განაცხადა მიშველაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლებში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ შემქნილ სავალალო ვითარებაზე.

„პრეზიდენტის აზრით, უცნაურია რომ ასეთ დროს, ასეთ ვითარებაში,  დღეს, ჩვენ გვიწევს მარტივ ჭეშმარიტებებზე ყურადღების გამახვილება. როდესაც კლავენ ერთ მოქალაქეს, მთელი ქვეყანა, საზოგადოება და სახელმწიფო ვალდებულია გაერთიანდეს ამ დანაშაულის წინააღმდეგ და დაიცვას საქართველოს მოქალაქეები. ასეთ დროს არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ შეხედულებებს და პლატფორმებს -  ის რაც მოხდა ხურჩაში, არის ყველა მოქალაქის ტრაგედია“, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, 19 მაისს ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, „მესაზღვრეებმა“ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics