|
2016-05-24 16:59:49, 625 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში პროექტი „გენდერული თანასწორობის სკოლა“ დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდში პროექტი - „გენდერული თანასწორობის სკოლა“ - დასრულდა. მასში ადგილობრივი სკოლების მე-9 კლასის 70-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტის მონაწილეები გაეცნენ გენდერის ცნებასა და არსს, გენდერულ თანასწორობას, სტერეოტიპებს. ტრენინგების ფარგლებში მოსწავლეებისთვის გაიმართა ფილმების ჩვენება-დისკუსია, გუნდური მუშაობა, პრეზენტაციები; შესრულდა სხვადასხვა შინაარსის სავარჯიშოები. პროექტი ზუგდიდის იუსტიციის სახლში 4 მაისს დაიწყო და სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები, ხოლო სკოლების დირექტორებს თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდულ პროგრამებს ახორციელებს. მათი მიზანი სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)