|
2016-05-24 16:35:56, 619 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ფოტოგამოფენა „დაიცავი დაბრუნების უფლება" დაათვალიერა
„დაიცავი დაბრუნების უფლება",- ამ სახელწოდების ფოტოგამოფენა დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ს მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მეორე დღეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენა საქართველოში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრებას ასახავს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი საგამოფენო პავილიონს ქართულ დელეგაციასთან ერთად ესტუმრა და ქართველი და უცხოელი ფოტოხელოვანების თვალით დანახულინამუშევრები დაათვალიერა. გამოფენა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობას გაერო-ს წევრი ქვეყნები იღებენ. სამიტის საგამოფენო პავილიონი მთლიანად დაეთმო ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სახელმწიფოების ფოტოგამოფენებს,რომელიც ღიაა სამიტში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ სტამბოლში ჩამოსული 5000-ზე მეტი სტუმრისათვის. გამოფენა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)