|
2015-02-25 14:23:51, 566 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს
შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს. მისივე განმარტებით, სასწრაფოს დაგვიანების ზრდის ტენდენციამ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მოიმატა. "გეთანხმებით, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს. ანუ დაგვიანებები არის იმ ფორმატის, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. იმედი მაქვს, რომ ეს არა სისტემური, არამედ ეპიზოდური პრობლემაა, თუმცა მოგახსენებთ რა ხდება. შედარებისათვის, რაიონებში მანქანების 80% ზე მეტი არ მუშაობდა, მანქანების ჩანაცვლებამ კი პრობლემა მნიშვნელოვნად გამოასწორა, მაგრამ თბილისის შემთხვევაში, ვადასტურებ, რომ იყო მენეჯმენტის და არა მანქანების გაუმართაობის პრობლემა. ხვალ უნდა მქონოდა შეხვედრა როგორც 112-ის, ასევე მერიის ხელმძღვანელობასთან, ბოლო ნიუანსები გვაქვს დასაზუსტებელი და ალბათ, იმ კვირის დასაწაყისში შევხვდებით. იმედი მაქვს, ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზის შეთავაზება შეგვეძლება. იქ არის საორგანიზაციო და არა ტექნიკური პრობლემა და მჯერა, რომ ამის მოგვარებას შევძლებთ, რადგან უკვე ვნახეთ გამოკვეთილი, კრიტიკული წერტილი",- განაცხადა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)