|
2016-05-23 14:36:58, 556 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში 30 ეზოში ასფალტის საფარი დაიგო
ჩუღურეთის რაიონში, მეუნარგიას ქუჩაზე ე.წ „სამხედრო დასახლებაში“ შიდა კვარტალური გზებისა და ეზოების მოასფალტება მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის შეკეთება დასრულდა მეუნარგიას N68, N69, N73 და N72- ში მდებარე ეზოებში. კვირის ბოლოს კი გზის მოასფალტება დარჩენილ ორ ეზოში დასრულდება. მეუნარგიას ქუჩაზე სულ 2500 კვ.მ გზის საფარი დაიგება. ასევე დასრულდა 1000 კვ.მ გზის საფარის დაგება მარუაშვილის N50-ში . გზის საფარის მოწესრიგება აღნიშნულ მისამართებზე ითვალისწინებს ახალი ბორდიურების მონტაჟს, ტროტუარების მოასფალტებასა და საკომუნიკაციო ჭების გზის ნიშნულამდე მიყვანას. ჩუღურეთის რაიონში, ამ დროისთვის 30 ეზოში, 15 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგო, წლის ბოლომდე კიდევ 50 ეზოშია დაგეგმილი ასფალტის ახალი საფარის დაგება.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)