|
2016-05-23 14:34:31, 508 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მეცხოველეობის მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მეცხოველეობის საკოლექციო ფერმა დაათვალიერეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი კვლევით სამუშაოებს ახორციელებს ორი მიმართულებით: ცხოველთა და ფრინველთა ადგილობრივი ჯიშების მოძიება, აღდგენა - გაუმჯობესება და ინდუსტრიული მეცხოველეობის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფა. უწყების ინფორმაციით, ცენტრის სპეციალისტებმა საქართველოს მასშტაბით ძროხის ქართული მთის ჯიშის, კახური ღორის, ადგილობრივი ქათმისა და ჩალისფერი ინდაურის პოპულაციების ტიპიური ინდივიდებიმოიძიეს. მათ ბაზაზე შეიქმნა საკოლექციო ჯგუფები, რომლებიც თელეთის მეცხოველეობის საცდელ ფერმაშია განთავსებული. ამჟამად,მიმდინარეობს ჯგუფებში არსებული სულადობის გამრავლების და სამეურნეო-ბიოლოგიური მაჩვენებლების შესწავლის სამუშაოები. სამომავალოდ დაგეგმილია ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების გენეტიკური ბანკის შექმნა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)