2016-05-22 17:32:18, 559 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციასთან ხურჩაში მომხდარი მკვლელობა გააპროტესტეს
მთავრობის კანცელარიასთან ხურჩაში მომხდარი მომხდარი მკვლელობა გააპროტესტეს.
მათ პროეტსტი, რომელსაც "ჩუმი ბრაზის პროტესტი" უწოდეს დუმილით და პლაკატებით გამოხატეს.
აქცია „პლატფორმა დაიცავი საქართველოს“ ორგანიზებით გამირათა და მას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და საზოგადოებოსთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ.
ცნობისთვის, 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან