2016-05-22 14:10:51, 571 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო მოქალაქეებს სააგიტაციო მასალის დაზიანებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქალაქეებს სააგიტაციო მასალის დაზიანებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებას სცილდება და პრეროგატივა ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებს ეხება.
„გაჟღერდა, რომ ერთ-ერთ ოლქში მოხდა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალების - პლაკატების დაზიანება, აღნიშნული ფაქტი სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებას და კომპეტენცია ამ საკითხში აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას და მის წარმომადგენლობას. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოვუწოდოთ თითოეულ საარჩევნო სუბიექტს და მოქალაქეებს თავი შეიკაონ არსებული სააგიტაციო მასალების დაზიანებისგან,“ -აცხადებენ ცესკოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან