02:07 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 21:10:23, 1284 ნახვა

ეკონომიკა
ყატარის პრინცესა, შეიჰა ბინთ ჰამად ალთჰანი აჭარაში სასტუმრო ბიზნესით დაინტერესდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დღეს ყატარის პრინცესას,  შეიჰა ბინთ ჰამად ალთჰანის შეხვდა. შეიხა აჭარაში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების ფესტივალის საპატიო სტუმრის რანგში ჩამოვიდა.

შეხვედრისას  არჩილ ხაბაძე სტუმარს რეგიონის კულტურულ, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა.   შეიჰა ალთჰანი აჭარაში სასტუმრო ბიზნესით დაინტერესდა და სამომავლოდ ამ კუთხით ინვესტიციის განხორციელების სურვილი გამოთქვა. ასევე რეგიონის მთავრობას შესთავაზა 2018 წლის ბავშვთა მსოფლიო საფეხბურთო ოლიმპიადის  ბათუმში ჩატარება. ამისათვის კი მომავალ წელს რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები მონაკოში  მიიწვია, სადაც შეიჰა ალთჰანის პატრონაჟით ტრადიციული ყოველწლიური ჩემპიონატი იმართება.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იმართება სპეციალური კენჭისყრა, რის შემდეგაც შეირჩევა მომდევნო საჩემპიონატო ქალაქი, რომელიც შესაძლოა ბათუმი გახდეს. ჩემპიონატის დროს ხდება მოზარდების შერჩევაც, რომლებიც მსოფლიოს ცნობილი საფეხბურთო კლუბების სპორტულ სკოლებში გაიგზავნებიან უფასოდ სასწავლებლად.

შეიჰა ბინთ ჰამად ალთჰანი არის გაეროს მშვიდობის ელჩი და მისი მისიაა სხვადასხვა ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ჩართულობა სპორტულ სახეობებში.

შეიჰას  ვიზიტს საქართველოში და  ბათუმში  აშუქებს  არაბულ სამყაროში ყველაზე გავლენიანი მედია საშუალება ,,ალ-ჯაზირა'' ,  რომელიც თან ახლავს პრინცესას.

ვიზიტის შემდეგ რამდენიმე მილიონ მაყურებელს ექნება შესაძლებლობა გაიგოს ბათუმის შესახებ, რაც გაზრდის აჭარის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი რეგიონის ცნობადობის დონეს და დაინტერესებას არაბულ ქვეყნებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics