|
2016-05-21 14:54:45, 738 ნახვა
საზოგადოება
„თავისუფალი დემოკრატების“ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეუერთდნენ
მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე „თავისუფალი დემოკრატების“ საპროტესტო აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეუერთდნენ. როგორც აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რაც ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ხდება, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის მაგალითია. „თუ ასე გაგრძელდება და ჩვენ ამ ბიჭებს გვერდში არ დავუდგებით, ქვეყანაში ასობით პოლიტპატიმარი გაჩნდება. ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება. ამიტომ, ჩვენ მოვედით სოლიდარობის გამოსახატად“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. აქციაზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი სერგო რატიანი: „მოვედით, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ დაკავებულებს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს ადამიანები დავიხსნათ ციხიდან და ამისთვის აუცილებელია, ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც პოლიტპატიმრები აღარ იქნებიან“, - განაცხადა რატიანმა. ცნობისთვის, მთავარ პროკურატურასთან „თავისუფალი დემოკრატების“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.აქციის მონაწილეები ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების მიმართ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ. ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები და დაკავებულების მხარდამჭერები, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით, გორგასლის ქუჩა გადაკეტილია. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)