|
2016-05-21 13:28:44, 647 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლის ბენეფიციარებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლის ბენეფიციარები მუზეუმებს ესტუმრნენ. „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინფორამციით, ბენეფიციარები იმყოფებოდნენ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, სადაც დაათვალიერეს ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერატურის, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ხელნაწერები, ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლებისა და მხატვრების ფერწერული, ფოტო თუ დოკუმენტური მასალა, ბიბლიოგრაფიული წიგნები. საინფორმაციო-შემეცნებითი ტური შემდეგ სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გაგრძელდა. ბენეფიციარები გაეცნენ მუზეუმში დაცულ სხვადასხვა კოლექციას - უნიკალურ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ნივთებს, ქრისტიანული კულტურის მდიდარ მემკვიდრეობას, ჭედურ და ფერწერულ ხატებს, ჯვრებს, ნაქარგებს, ტიხრულ მინანქარს, აღმოსავლურ ძეგლებს, ნუმიზმატიკის მდიდარ კოლექციას, ოქროსა და ვერცხლის ნატიფ სამკაულებს ანტიკური კოლხეთიდან, უძველესი იარაღების გამოფენას, აღმოსავლურ გამოფენას, საჭოთა ოკუპაციის ამსახველ გამოფენას და სხვა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლი დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირების მიზნით, არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის პერიოდულად მართავს კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლით ღონისძიებებს.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)