|
2016-05-21 11:43:32, 790 ნახვა
სამხედრო
საქართველოს აშშ-ის ომის კოლეჯის დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების ეროვნული ომის კოლეჯის დელეგაცია სასწავლო პროგრამით ესტუმრა. ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს. შეხვედრას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე და საქართველოში ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ კონერი დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა აშშ-საქართველოს შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები იყო. თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. ეროვნული ომის კოლეჯის ინსტრუქტორებს და მსმენელებს საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე დეტალური პასუხები მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)