|
2016-05-20 15:32:14, 714 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“, „უძრავი ქონება-თბილისის“, „თბილისის პარკების“ და „სინათლის ქალაქის“ გაერთიანება დასრულდა
თბილისის მთავრობის განკარგულებით, მერიის მიერ 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირის - შპს „თბილსერვის ჯგუფის“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“, შპს „თბილისის პარკების“ და შპს „სინათლის ქალაქის“ შერწყმა /გაერთიანება დასრულდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, დასრულდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 100 % წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირის - შპს „თბილსერვის ჯგუფის“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“, შპს „თბილისის პარკების“ და შპს „სინათლის ქალაქის“ შერწყმა /გაერთიანება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების, გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობას განახორციელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული სერვისების ნაწილის ერთ სისტემაში მოქცევა, სერვისების ეფექტურობის ზრდა, არსებული რესურსების სწორად გადანაწილება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)