|
2016-05-20 15:18:27, 646 ნახვა
საზოგადოება
სსე-ის სასწავლო ცენტრში პირველი მასშტაბური სასისტემო-ავარიული ვარჯიში ჩატარდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში სასისტემო-ავარიული ვარჯიში ჩატარდა. ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი საქართველოში, რომელშიც სსე-ის მორიგე- ოპერატიული პერსონალისა და დისპეტჩერების გარდა, სხვადასხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების: საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის, შპს „ენერგოტრანსი“-ს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს, სს „თელასი“-ს, სს ხრამჰესი-1-ის, სს ხრამჰესი-2-ის და შპს ,,გარდაბნის თბოსადგური“-ს მორიგე-ოპერატიული პერსონალი მონაწილეობს. სწავლების პროცესში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა, სხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, იმიტირებული სასისტემო ავარია (სისტემის ნულიდან აღდგენა) წარმატებით აღმოფხვრეს. ეს პრაქტიკული მეცადინეობები ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლებას და სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება და მისი ჩატარების მიზანს ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისა და საიმედოობის გაზრდა წარმოადგენს. პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში უკვე მეორე წელია ხორციელდება, თუმცა მანამდე ანალოგიური ვარჯიში მხოლოდ სსე-ის პერსონალის მონაწილეობით მიმდინარეობდა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)