|
2016-05-20 14:28:02, 724 ნახვა
საზოგადოება
„ინოვამ“ გინეკოლოგიაში თანამედროვე ლაპაროსკოპიული ქირურგიის საერთაშორისო მასტერკლასს უმასპინძლა
19-20 მაისს, სამედიცინო ცენტრ „ინოვაში“ ჩატარდა საერთაშორისო მასტერკლასი თემაზე "თანამედროვე ლაპაროსკოპიული ქირურგია გინეკოლოგიაში". აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური მასტერკლასი საქართველოში პირველად ჩატარდა. მასტერკლასს ესწრებოდა გინეკოლოგიის სფეროში მომუშავე 260 დელეგატი 8 ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, ლატვია, ყაზახეთი, უზბეკეთი, სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი. მასტერკლასის მიმდინარეობის პროცესში განხორციელდა ლაპაროსკოპიული ოპერაციების პირდაპირი ტრანსლაცია, რამაც დელეგატებს საშუალება მისცა უფრო უკეთ გაცნობოდნენ ახალი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებს. მასტერკლასს უძღვებოდნენ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვადიმ ხატიაშვილი - მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი “ინოვა”-ს ოპერაციული გინეკოლოგიის და გინეკოლოგიური ენდოსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელი; სამედიცინო ცენტრი „ინოვას“ თანადამფუძნებელი; მედიცინის დოქტორი, პროფესორი ირაკლი თოდუა - მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი “ინოვა”-ს გინეკოლოგი, ონკოქირურგი; სამედიცინო ცენტრი „ინოვას“ თანადამფუძნებელი; პროფესორი არნო ვატიესი - დუბაის კლინიკა „ლატიფას“ გინიკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დუბაი; მოწინავე გინეკოლოგიური ენდოსკოპიის კურსის ხელმძღვანელი, IRCAD, სტრასბურგი საფრანგეთი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვიტალი ბეჟენარი - მეანობა-გინეკოლოგიის და ნატალოგიის კათედრის ხელმძღვანელი, აკადემიკოს პავლოვის სახელობის სანკტ პეტერბურგის პირველი საუნივერსიტეტო გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი; პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი - ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის (CICE) , კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი; დესტენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს გინეკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგი კონსულტანტი, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი. მასტერკლასზე განიხილებოდა: ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია-როგორ გავაკეთოთ მარტივად და უსაფრთხოდ, მიომების ლაპაროსკოპიული მკურნალობა - თანამედროვე მიდგომა, ენდომეტრიოზის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, საკვერცხის რეზერვის შენარჩუნების მიზნით, საკვერცხის ენდომეტრიოზის მკურნალობა - რა არის ახალი? და სხვა. მასტერკლასის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)