|
2014-12-22 00:14:49, 5080 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდობის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების საფუძველზე 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი კ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი კ. ოზურგეთში გრიბოედოვის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს როდესაც იგი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის გაქურდვას ცდილობდა. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის ბოქლომი დააზიანა, შიგნით შეაღწია და მოქალაქის კუთვნილ ნივთებს მართლსაწინააღმდეგო გზით დაეუფლა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოპარული ბიჟუტერია და მობილური ტელეფონი ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)